21 აპრილს მათემატიკის ოლიმპიადის I უფასო ტური ჩატარდება

გაზაფხულის სეზონი მასშტაბური და მრავალფეროვანია როგორც მონაწილეთა რაოდენობით ისე პრიზებითა და განსაკუთრებული დაჯილდოების ღონისძიებით, რომელსაც ვიცით რომ თითოეული კინგსელი სულმოუთქმელად ელოდება.


ვინ გახდება iPhone 15-ის მფლობელი? სეზონის ბოლოს ამ კითხვაზე პასუხი გვეცოდინება. თუ მოსწავლე ხარ იქნებ სულაც შენ? 

ან თუ მასწავლებელი ხართ თქვენი მოსწავლე?


სეზონზე მრავალი პრიზია დაწესებული გამარჯვებული სამეულისათვის, როგორებიცაა: სკუტერი, პენობორდი, ლეგოები, სამაგიდე თამაშები, რომლების შესახებაც ნელ-ნელა მოგიყვებით. 


გარდა ამისა, ფინალის ქულიდან გამომდინარე, მოსწავლე მიიღებს ხარსიხის დიპლომებსა თუ დამსახურებულ სერტიფიკატს:

📯 ქართული და ინგლისური ენები:


🟧 I ხარისხი 91-დან 100 ქულის ჩათვლით დაგროვების შემთხვევაში

🟧 II ხარისხი 81-დან 90 ქულის ჩათვლით დაგროვების შემთხვევაში

🟧 III ხარისხი 71-დან 80 ქულის ჩათვლით დაგროვების შემთხვევაში

🟧 70 ქულა და ნაკლები სერტიფიკატი


📯 მათემატიკა:

🟨 I ხარისხი 91-დან 100 ქულის ჩათვლით დაგროვების შემთხვევაში

🟨 II ხარისხი 71-დან 90 ქულის ჩათვლით დაგროვების შემთხვევაში

🟨 III ხარისხი 61-დან 70 ქულის ჩათვლით დაგროვების შემთხვევაში

🟨 60 ქულა და ნაკლები სერტიფიკატი


პრიზების მოპოვების გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯი ოლიმპიადაზე რეგისტრაციაა, რისთვისაც ამ ბმულზე გადმოსვლაა საჭირო: ბმული


საგულისხმოა, რომ სერტიფიკატები და დიპლომი არა მხოლოდ საკუთარი წარმატების შესაფასებელი და დასამოწმებელი დოკუმენტია, არამედ კარგი გზაა, წლიდან წლამდე მოსწავლე დააკვირდეს საკუთარ განვითარებას.


ამასთან, I ხარისხის დიპლომის მიღება კარგი ინდიკატორია იმისა, რომ მოსწავლე უკვე მზადაა, კიდევ ერთხელ და  უფრო ღირსეულად იასპარეზ მთავარი ჯილდოს მოსაპოვებლად -  გახდეს 90 მოსწავლეთაგან ერთ-ერთი, რომელიც სრული დაფინასნებით გაემგზავრება შემეცნებით-გასართობ ტურზე წინასწარ შერჩეულ ერთ-ერთ სასტუმროში. 

სად მივეგმზავრებით ამ ზაფხულს? თვალყური გვადევნეთ და სულ მალე გაიგებთ!


მანამდე, კი არ გამოაკლდეთ მათემატიკის პირველ ტურს 21 აპრილს. ტურზე მონაწილეობა, შეგახსენებთ, რომ უფასოა. 


რა თქმა უნდა წელსაც, საქართველოს ბანკი,  რომელიც უსაზღვრო შესაძლებლობებს ქმნის თქვენთვის, კინგსის ოლიმპიადების გენერალური მხარდამჭერია.


სანტეს ლოკო მოკო და მისი ლომი კი ისევ ერთგულად ზრუნავენ თქვენს განწყობასა და მოტივაციაზე.


ამასაობაში, სეზონზე ახალი პარტნიორი ორგანიზაციებიც გვიერთდებიან, როგორებიცაა ავერსი და ჩვენთვის ძალიან დასაფასებელია, რომ ავერსის ჯანმრთელობასთან ერთად განათლების წახალისებაზეც ზრუნავს.


ყოველთვის გახსოვდეთ, რომ წარამტება თქვენს ხელშია. ყოველთვის გჯეროდეთ საკუთარი თავის!


გისურვებთ წარმატებას!