კინგსის საიუბილეო სეზონი

კინგსი 6 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამ 6 წლის განმავლობაში ჩვენ მრავალი ინოვაციური, საინტერესო და ემოციებით დატვირთული პროექტი შევქმენით, რომელიც მოიცავს განვითარების სწრაფვის იდეას, ახალი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვას ჩვენ მიერ ორგანიზებულ ყველა სასწავლო აქტივობაში.

ჩვენ ამ 6 წლის განმავლობაში არასდროს შეგვიწყვიტავს კინგსელებზე ფიქრი. ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ თქვენთვის განათლების მიღებისა და სწავლის პროცესი უფრო საინტერესო, ინოვაციური და სახალისო გამხდარიყო. შესაბამისად, კინგსის დაბადების დღე ყველა კინგსელის დაბადების დღეა.

კინგსის იუბილეს ფარგლებში ჩვენ საქართველოს ყველა სკოლას 35 ლარიან სასწავლო გრანტს და ონლაინ სასწავლო პლატფორმაში ოლიმპიადისთვის 14 დღიან მოსამზადებელი ტესტებს მოსწავლეებისთვის გადავცემთ. ხოლო, თითოეული საგნის მასწავლებელს (ინგლისური ენა, ქართული ენა, მათემატიკა) კი საჩუქრად ტესტების კრებულს გადავცემთ, რომელიც ორიენტირებულია  თითოეული მოსწავლის ცოდნის ამაღლებაზე კონკრეტულ საგანში. 

 

35 ლარიან გრანტს მოსწავლეები მარათონში ჩასართავად გამოიყენებენ

რა არის მარათონი?

ჩვენ ახალ საიუბილეო  გაზაფხულის სეზონს განსაკუთრებული სიახლით ვიწყებთ, ეს არის კინგსის მარათონი, რომელიც წარმოადგენს წარმატებისკენ მიმავალ გზას. ის სამი ეტაპისგან შედგება. 

 

  • პირველი ნაბიჯი  ონლაინ სასწავლო პლატფორმაა, რომელიც პერსონალური განათლების მეთოდს ეფუძნება. პლატფორმა ინოვაციური მიდგომით გაძლევთ ცოდნას და გამზადებთ ოლიმპიადისთვის. 
     
  •  მეორე ნაბიჯი  ოლიმპიადაა - ადგილი, სადაც მოსწავლე მიღებულ ცოდნას ამოწმებს და იღებს მნიშვნელოვან გამოცდილებას. 
     
  •  მესამე ნაბიჯი ოლიმპოა - ადგილი, სადაც მოსწავლე, მისი მოპოვებული ქულებით, საქართველოს ყველაზე წარმატებული მოსწავლეების ელექტრონულ დაფაზე კუთვნილ ადგილს იკავებს.

იმისათვის, რომ მოსწავლე ჩაერთოს კინგსის მარათონში აუცილებელია გრანტზე დატანილი კოდის გააქტიურება.

35 ლარიანი გრანტის გააქტიურების შემდეგ, მარათონის საფასური 20 ლარი ხდება. საფასურის გადახდა შესაძლებელია გრანტის გააქტიურებიდან ოლიმპიადის პირველ ტურამდე.

გრანტის გასააქტიურებლად დააჭირე აქ.

არ გაქვს გრანტი?

გრანტებს სკოლებში ჩვენ თავად მოგიტანთ!

მიაკითხეთ კონკრეტული საგნის მასწავლებელს (ინგლისური ენა, ქართული ენა, მათემატიკა) და მოითხოვეთ კინგსის  გრანტი.

 

  • ინგლისური ენის გრანტებს გადმოგცემთ 19 თებერვლიდან (უკვე სკოლაშია);
  • ქართული ენის გრანტებს - 26 მარტიდან;
  • მათემატიკის გრანტებს - 23 აპრილიდან.

ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების თარიღებია:

  • ინგლისური ენა - 25 მარტი;
  • ქართული ენა - 22 აპრილი;
  • მათემატიკა - 13 მაისი.

 

კინგსელების იუბილეს გილოცავთ და იცოდეთ, რომ ჩვენ შენთან ერთად ვიზრდებით და ვვითარდებით. დაიმახსოვრეთ, წარმატება ესაა ის, რაც გვაერთიანებს!

 

გაააქტიურეთ გრანტზე მოცემული შვიდნიშნა კოდი და ჩაერთეთ წლის ყველაზე ინტელექტუალურ მარათონში!