როგორ ჩავერთოთ კინგსის მარათონში?

ახალი სეზონი კინგსის 6 წლის იუბილეს ეძღვნება; ამ 6 წლის განმავლობაში მრავალი საინტერესო და ინოვაციური სეზონი შევქმენით, რომელიც ორიენტირებული იყო მოსწავლის განვითარებაზე.

კინგსის დაბადების დღე, ყველა კინგსელის დღესასწაულია, ამიტომ ჩვენ საიუბილეო სეზონის ფარგლებში მოსწავლეებს თითოეული საგნისთვის  35 ლარიან სასწავლო გრანტს გადავცემთ. გრანტს მოსწავლეები მარათონში ჩასართავად გამოიყენებენ. 

ამ მნიშვნელოვან საჩუქარს მოსწავლეებს თითოეული საგნის მასწავლებლები გადასცემენ, რომელბსაც ჩვენ სკოლაში თავად მოგიტანთ. თითოეული სკოლისთვის, სასწავლო გრანტების კონკრეტული რაოდენობაა გამოყოფილი, ამიტომ სწრაფად მიაკითხეთ ინგლისური ენის, ქართული ენის და მათემატიკის  მასწავლებელს და ჩაერთეთ მარათონში.

 

-              ინგლისური ენის გრანტებს გადმოგცემთ 19 თებერვლიდან;

-              ქართული ენის გრანტებს - 26 მარტიდან;

-              მათემატიკის გრანტებს - 23 აპრილიდან.

 

რა არის კინგსის მარათონი და როგორ გამოვიყენოთ სასწავლო გრანტი ამისთვის?

ჩვენ ახალ საიუბილეო  გაზაფხულის სეზონს განსაკუთრებული სიახლით ვიწყებთ, ეს არის კინგსის მარათონი, რომელიც სამი მნიშნელოვანი ეტაპისგან შედგება:

 

  • პირველი ნაბიჯი ონლაინ სასწავლო პლატფორმაა, რომელიც პერსონალური განათლების მეთოდებს ეფუძნება, ის ინოვაციური მიდგომით გაძლევთ ცოდნას  და გამზადებთ ოლიმპიადისთვის.
  • მეორე ნაბიჯი  ოლიმპიადაა - ადგილი, სადაც თქვენ ცოდნას ამოწმებთ და იღებთ მნიშვნელოვან გამოცდილებას.  
  • მესამე ნაბიჯი ოლიმპოა - ადგილი, სადაც თქვენ მიერ მოპოვებული ქულებით, საქართველოს ყველაზე წარმატებული მოსწავლეების ელექტრონულ დაფაზე კუთვნილ ადგილს იკავებთ.

 

 

როგორ ჩავერთოთ კინგსის მარათონში?

იმისათვის, რომ ჩაერთოთ კინგსის მარათონში:

  • აუცილებელია ჩაწეროთ  სპეციალურ ველში გრანტზე დატანილი შვიდნიშნა კოდი;
  • შემდეგ შეხვიდეთ პირად პროფილში ან დარეგისტრირდეთ;
  •  დაადასტუროთ კინგსელის მოპოვებული სასწავლო გრანტი;
  •  შეხვიდეთ პლატფორმაში და დაიწყოთ მომზადება ოლიმპიადისთვის.

 

ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების თარიღებია:

 

  • ინგლისური ენა - 25 მარტი;
  • ქართული ენა - 22 აპრილი;
  • მათემატიკა - 13 მაისი.      

მარათონში ჩართული მოსწავლეები

მარათონში უკვე ჩართულნი არიან ის მოსწავლეები, რომლებმაც გასულ სეზონზე შეიძინეს კინგსის სასწავლო პროგრამის ერთწლიანი პაკეტი. კინგსის გუნდის სახელით გვინდა მადლობა გადავუხადოთ მათ, რათა ერთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში  წარმატებისკენ მიმავალ ნაბიჯებს დგამენ.

მარათონის მთავარი აზრი შეუჩერებლად სვლაა, გირჩევთ მუდმივად იფიქროთ ტქვენს წინსვლაზე. ჩაერთოთ მარათონში და გადადგათ უფრო დიდი ნაბიჯი წარმატებისკენ.

მოითხოვეთ გრანი სკოლაში, კონკრეტული საგნის (ინგლისური ენა, ქართული ენა, მათემატიკა) მასწავლებელთან.

გაააქტიურეთ გრანტზე მოცემული შვიდნიშნა კოდი და ჩაერთეთ წლის ყველაზე ინტელექტუალურ მარათონში!

გისურვებთ წარმატებას!