ინგლისური ენის ოლიმპიადის ყველა მონაწილეს!

 

25 მარტს ინგლისური ენის ოლიმპიადის ყველა მონაწილეს  წარმატებულ მოსწავლეთა ელექტრონულ დაფაზე მოხვედრის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა! 

 

საქართველოს მასშტაბით ყველა მოსწავლეს, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული, კინგსი აღიარების ინოვაციურ მოდელს სთავაზობს. ეს არის ოლიმპო - წარმატებულ მოსწავლეთა ელექტრონული დაფა - ყველაზე დიდი სივრცე, სადაც შეგიძლია თვალი ადევნო საკუთარ, მეგობრებისა და კლასელების მიღწევებს, დააგროვო ქულები და მოიპოვო მედლები. 

 

ადამიანები მუდმივად ვისწრაფვით სიმაღლეებისკენ, ჩვენი წარმატება მთის მწვერვალზე აღმართული დროშით ან კოსმოსში გაფრენილი ხომალდით განისაზღრვრება. საუკუნეების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ცაში ფრენას შევძლებდით, ათწლეულების წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მარსზე გავაფრენდით ხომალდს, ახლაც ალბათ ვერავის წარმოუდგენია, რომ ადამიანები შევძლებთ მზის სისტემაში ყველაზე მაღალი მწვერვალის - ოლიმპოს დაპყრობას. 

 

კინგსის ოლიმპო-წარმატებულ მოსწავლეთა ელექტრონული დაფა- ყველა იმ წარმატების სიმბოლური გაერთიანებაა, რომელსაც ცხოვრებაში ვაღწევთ. ვინც უკვე ხართ ოლიმპოზე და დგამთ წარმატებისკენ მიმავალ ნაბიჯებს, ოლიმპიადაზე ამის დამადასტურებელ სერტიფიკატს მიიღებთ, რომელიც  იქნება თქვენი სტიმული მიაღწიოთ მეტ წარმატებას და არასდროს დაკარგოთ მიზნისკენ სწრაფვა.

 

⦁    როგორ ხვდება მოსწავლე საუკეთესო მოსწავლეთა ელექტრონულ დაფაზე?


მოსწავლე ოლიმპოზე ხვდება პლატფორმასა და ოლიმპიადაზე დაგროვებული ქულების ჯამით; მოდი 25 მარტს ინგლისური ენის ოლიმპიადაზე, მიიღე სერტიფიკატი და კუთვნილი ადგილი ელექტრონულ დაფაზე!

 

აჩვენე შენი წარმატება მთელ საქართველოს, მოითხოვე ოლიმპიადაში მონაწილეობის გრანტი ბმულზე