პრე-ტესტირება ინგლისური ენის ოლიმპიადისთვის

კინგსის ინგლისური ენის ოლიმპიადის I ტური 25 მარტს ჩატარდება. იმისათვის, რომ თქვენ - კინგსელები ოლიმპიადას მეტად მომზადებულები შეხვდეთ, გთავაზობთ, ოლიმპიადის პრე–ტესტირებას, რომელიც ტესტების ნიმუშებისგან შედგება. ის ონლაინ სასწავლო პლატფორმაშია წარმოდგენილი.

 

პრე–ტესტირება შედგება 3 ურთიერთდაკავშირებული ეტაპისგან და იგი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. იმისათვის, რომ საოლიმპიადე ტესტის სტრუქტურასა და ნიმუშებს მაქსიმალურად კარგად გაეცნოთ, პრე–ტესტირების სამივე ეტაპი უნდა გაიაროთ.

  • პრე–ტესტირების I ეტაპი გაიხსნება - 21 მარტს, ოთხშაბათს 18:00 საათზე

           პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მიღებული შედეგი მეგობრებს გაუზიაროთ.

  • პრე-ტესტირების II ეტაპი გაიხსნება – 22 მარტს, ხუთშაბათს 18:00 საათზე 

      მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ კინგსის იუბილე, რომელიც ასევე თქვენი, როგორც კინგსელების იუბილეცაა, ყველას გააგებინოთ.

  • პრე-ტესტირების III ეტაპი გაიხსნება - 23 მარტს, პარასკევს 18:00-ზე 

         მესამე ეტაპის დასრულების შემდეგ კი კინგსის ლომი გეტყვით რამდენად ხართ მომზადებულები ოლიმპიადისთვის.

 


თუ უკვე ჩართული ხართ ინგლისური ენის მარათონში, შესაბამისად გაქვთ პირადი პროფილი, შედით პლატფორმაში და დაიწყეთ მომზადება ოლიმპიადის ტესტების ნიმუშებით.
თუ ჯერ არ ხართ ჩართული ინგლისური ენის მარათონში და გინდათ მონაწილეობის მიღება ოლიმპიადაზე, მოითხოვეთ გრანტი აქ, გააქტიურეთ და დაიწყეთ ოლიმპიადისთვის მზადება. 

 

დაიმახსოვრეთ, წარმატება თქვენს ხელშია!