ბრძოლის კვირეული იწყება

 

 

ქართული ენის მასშტაბური კამპანიის, #მევიცავ, ფარგლებში კინგსი იწყებს ბარბარიზმებთან ბრძოლის კვირეულს.

 

კვირეული 23 აპრილს გაიხსნება და 7 დღის განმავლობაში გაგრძელდება. თითოეული დღე კვირეულში ჩართული კინგსელებისთვის იქნება ახალი თავგადასავალი და გამოწვევა, რომლის გადალახვაც აუცილებელია ახალ ეტაპზე გადასასვლელად.

 

ბარბარიზებთან ბრძოლის კვირეულში ჩართვა არის სრულიად უფასო, მასში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მხოლოდ ქართული ენის ოლიმპიადაზე უფასო ონლაინ რეგისტრაციის გავლა.

 

კინგსელები, რომლებიც კვირეულის თითოეულ დავალებას წარმატებით გაართმევენ თავს, 6 მაისს ქართული ენის ოლიმპიადაზე საჩუქრად 14.5 ლარის ღირებულების გრამატიკის ონლაინ-კურსს მიიღებენ.

 

 

ბარბარიზმებთან ბრძოლის კვირეულის დავალებები:

 

 

23.04 / 20:00 - ბრძოლისთვის მომზადება. ღილაკზე „ბრძოლაში ჩართვა“ დაჭერით უნდა დაადასტურო ჩვენს კვირეულში ჩართვა, რის შედეგადაც შენ გახდები ბარბარიზმებთან ბრძოლის რაზმის სრულუფლებიანი წევრი. ბრძოლაში მარტო არ უნდა იყო, ძალა ერთობაშია, ამიტომ მოიწვიე მეგობრები და ერთად დაიცავით ქართული ენა ბარბარიზმებისგან!

 

24.04 / 19:00 - პირველი ბრძოლა - დაწვი ბარბარიზმები. ეკრანზეა 26 ბარბარიზმი და მათი ამდენივე ქართული შესატყვისი. ბარბარიზმზე დაჭერისას სიტყვა დაიწვება, ქართული ვარიანტი გამწვანდება და გადიდდება, რათა კარგად დაიმახსოვრო. ბრძოლაში გასამარჯვებლად ყველა ბარბარიზმი უნდა აღმოაჩინო!

 

25.04 / 19:00 - მეორე ბრძოლა - ააწყვე სიტყვა. მოცემული იქნება 5 ბარბარიზმი და ასოები, რომელთა საშუალებით უნდა ააწყო ამ ბარბარიზმის ქართულის შესატყვისი. ბრძოლაში გაიმარჯვებ, თუ ხუთივე ბარბარიზმს სწორ სიტყვას შეუსაბამებ;

 

26.04 / 19:00 - მესამე ბრძოლა - ბარბარიზმების შემოტევა. 20 ბარბარიზმი, 20 სწორი და 60 არასწორი პასუხი. ბარბარიზმს ვერ გაანადგურებ თუ მის შესატყვისად არასწორ სიტყვას დააფიქსირებ. ერთი ბარბარიზმი მანამ დაგესხმება თავს, სანამ არ დარწმუნდება, რომ ის შენ არაფერში გჭირდება. ჩამოიშორე გზიდან ბარბარიზმები! 

 

27.04 / 19:00 - გადამწყვეტი ბრძოლა. ყოველი დაბრკოლება გვაძლიერებს და შენ, კინგსელო, გადამწყვეტი ბრძოლისთვის მზად ხარ! ყველაზე რთული 15 შეკითხვა, რომელთაგან 2 ქართული ენის ოლიმპიადის პირველ ტურში, 6 მაისს შეგხვდება.

 

06.05 -  ქართული ენის ოლიმპიადის პირველი ტური - ერთი ნაბიჯი გამარჯვებამდე!

 

თუკი ყველა დავალებას შეასრულებ და 6 მაისს ქართული ენის ოლიმპიადის პირველ ტურში მოხვალ, მიიღებ კოდურ სიტყვას, რომლის გამოყენებითაც 14.5 ლარის ღირებულების გრამატიკის ონლაინ-კურსით დასაჩუქრდები.

 

ბარბარიზებთან ბრძოლის კვირეულში ჩართვა არის სრულიად უფასო, მასში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მხოლოდ ქართული ენის ოლიმპიადაზე უფასო ონლაინ რეგისტრაციის გავლა.

 

ეს ბრძოლა შენია!