Kings International

პირველად ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში! 
ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ლიტვის მოსწავლეებმა, მათსავე ქვეყანაში, შეჯიბრებაში გამოიწვიეს ქართველი კინგსელები. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ ოლიმპიადას, რომელიც ლიტვაში საქართველოს სახელით საასპარეზოდ საუკეთესო მოსწავლეებს გამოავლენს.

როგორ მივიღო მონაწილეობა?

„Kings International“ გამორჩეული კინგსელებისთვისაა, შესაბამისად, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. „Kings International”-ში მონაწილეობის საფასური შეადგენს 50 ლარს.

  • პირველ ტურში მონაწილეობის მისაღებად ბალანსზე უნდა ჩარიცხოთ, სულ მცირე, 15 ლარი და ამით დაადასტუროთ ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი. მოსწავლეს, რომელიც მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება;
  • მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს ის, ვინც გადალახავს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს და სრულად დაფარავს ოლიმპიადაში მონაწილეობის საფასურს;
  • მესამე, დასკვნითი ტური, გაიმართება ლიტვაში, სადაც საუკეთესო ქართველი და ლიტველი მოსწავლეები ერთმანეთს შეეჯიბრებიან და გამარჯვებულს გამოავლენენ.

წინ დაუვიწყარი საჩუქრები გელოდება:


 

  • I ადგილზე გასული მოსწავლე კინგსის სრული დაფინანსებით მშობელთან ერთად გაემგზავრება ლიტვაში;*
  • II და III ადგილოსნებს გადაეცემათ კინგსის საზაფხულო ბანაკის საგზური ანაკლიაში;
  • ყველა მოსწავლე, რომელიც II ტურში მიიღებს მონაწილეობას, საერთაშორისო დიპლომითა და საზაფხულო ბანაკის 250 ლარიანი ვაუჩერით დასაჩუქრდება.

* II-IV კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ წამოიყვანონ ერთი მშობელი, რომლის ხარჯებსაც სრულიად დაფარავს კომპანია კინგსი. რაც შეეხება V-IX კლასის მოსწავლეებს, მათ გაყვებიან კინგსის გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან მოსწავლეთა გადაადგილებაზე.

მოითხოვე ზარი, ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდება და შეთანხმების საფუძველზე პირველი ტურის დაჯავშნის ღილაკს გაგიხსნის