კინგსმა ქართული ენის სახელმძღვანელოები გამოსცა

2017 წლიდან კინგსს საკუთარი გამომცემლობა აქვს, რომელიც მოსწავლეთა ცოდნის გასაუმჯობესებლად წიგნებსა და ტესტების კრებულებს გამოსცემს.

ამჯერად, კინგსმა ქართული ენის სახელმძღვანელოები გამოსცა!


   

 

ქართული ენის სახელმძღვანელო აერთიანებს 720 ტესტურ დავალებას. წიგნი დაყოფილია ქვეთემებად: გრამატიკა, ლექსიკა, ტექსტის გააზრება, ლოგიკურ- შემეცნებითი დავალებები.

მისი ღირებულებაა 20 ლარი.

 

  

 

ქართული ენის ტესტების კრებული სტატისტიკური ანალიზით მოიცავს 120 სავარჯიშოს. ონლაინ პლატფორმის მეშვეობით,კინგსი აქტიურად აკვირდება მოსწავლეებს და აფასებს კითხვათა სირთულეს. ამ მონაცემების საფუძველზე შეიქმნა კინგსის კრებული სტატისტიკური ანალიზით, რომელშიც მეტი თვალსაჩინოებისთვის, დავალებათა სირთულე პროცენტულადაა წარმოდგენილი, რაც მოსწავლის ცოდნის რეალურად შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

მისი ღირებულებაა 10 ლარი.

 

   

 

ტესტების კრებული ფინალისტებისთვის. 150-მდე სავარჯიშო შედგენილია ქართული ენის ოლიმპიადის მესამე ტურის დავალებათა სირთულის შესაბამისად.

მისი ღირებულებაა 15 ლარი. 

წიგნები განკუთვნილია მოსწავლეთათვის II-დან VI კლასის ჩათვლით.

მათი შეძენა შეგიძლიათ 6 მაისს, ქართული ენის ოლიმპიადაზე ქალაქ თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდსა და გორში.

ასევე ჩვენს ოფისში, მისამართზე: ქალაქი თბილისი, ცოტნე დადიან #7, სავაჭრო ცენტრი ქარვასლა, B307 ოთახი და ასევე, ონლაინ თქვენს პირად პროფილებში