ინგლისური ენის ოლიმპიადა ჩატარდა


2018 წლის შემოდგომის სეზონი 21 ოქტომბერს ინგლისური ენის ოლიმპიადით გაიხსნა!

 

ოლიმპიადის I ტური ჩვეული ანშლაგით ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 18-მდე რეგიონში, რომელშიც ათასობით კინგსელმა მიიღო მონაწილეობა.

კინგსელებმა წელსაც დაამტკიცეს, რომ მზად არიან დაუღალავი შრომითა და ცოდნისაკენ სწრაფვით გადადგან ნაბიჯი წარმატებისკენ და სრულიად საქართველოს აჩვენონ საკუთარი შესაძლებლობები.

 

ინგლისური ენის I ტურის შედეგები 24 ოქტომბერს 13:00 საათზე გამოქვეყნდება.

ფინალური ტური გაიმართება 4 ნოემბერს. 

ფინალურ ტურში მონაწილეობისთვის აუცილებელია, მონაწილემ გადალახოს I ტურზე დაწესებული ზღვარი და გადაიხადოს მონაწილეობის საფასური 20 ლარი.
 

კინგსის გუნდი წარმატებას უსურვებს ოლიმპიადაში მონაწილე თითოეულ კინგსელს!