რეგისტრაცია ოლიმპიადაზე
რეგისტრაცია
შემდეგი

  • გაიარე უფასო ონლაინ რეგისტრაცია;
  • მოემზადე პრეტესტირებით ოლიმპიადისთვის;
  • მოდი 27 მაისს და მიიღე 50 ოქროს ქულა მედლის  მოსაპოვებლად!

რეგისტრაცია

მათემატიკის ოლიმპიადა


  • II ტური 16 დეკემბერი
  • II ტურში მონაწილეობის საფასური 20 ლარი
2018 წლის მათემატიკის ოლიმპიადა ფინანსურ განათლებას ეძღვნება.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში შენ შეგიძია მონაწილეობა მიიღო კონკურენტულ საგნის (ინგლისური, ქართული, მათემატიკა) ოლიმპიადაში…

კინგსის მარათონი - მეტი, ვიდრე ოლიმპიადა


კინგსი 6 წლის გახდა, ჩვენ ახალ საიუბილეო სეზონს განსაკუთრებული სიახლით ვიწყებთ! 

 

ეს არის კინგსის მარათონი, მეტი, ვიდრე ოლიმპიადა, რომელიც სამი მნიშნელოვანი ეტაპისგან შედგება:

 

მარათონის პირველი ნაბიჯი ონლაინ  პლატფორმაა, ადგილი, სადაც 12 000 ტესტის მეშვეობით მოსწავლე პრაქტიკულად ემზადება მისი ცოდნის დონის შესაბამისად. პლატფორმა ინოვაციური მიდგომაა, რომელიც პერსონალური განათლების მეთოდს ეფუძნება.  ის თამაშის ელემენტებითაა შექმნილი, რაც მოსწავლის სწავლის პროცესს მეტ ხალისსა და მრავალფეროვნებას სძენს. პლატფორმა მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას განავითაროს  ცოდნა და უნარები, უკეთ მოემზადოს სკოლის გაკვეთილებისთვის და ოლიმპიადისთვის 3 საგანში: ინგლისურ ენა, ქართულ ენა და მათემატიკა. 

 

მარათონის მეორე ნაბიჯი 2 ტურიანი საგნობრივი ოლიმპიადაა​ - ადგილი, სადაც ყველა კინგსელი ერთიანდება ცოდნის შესამოწმებლად და გამოცდილების მისაღებად.

 

ოლიმპიადების  ჩატარების განრიგი:

  • ინგლისური ენა     I ტური- 25 მარტი,    II ტური- 15 აპრილი
  • ქართული ენა    I ტური- 22 აპრილი,   II ტური- 6 მაისი
  • მათემატიკა    I ტური- 13 მაისი,   II ტური- 20 მაისი

 

მარათონის მესამე ნაბიჯი ოლიმპოა​ ელექტრონული დაფა, ადგილი, სადაც მოსწავლე ოლიმპიადისა და პლატფორმის ქულებით, წარმატებულ მოსწავლეთა რეიტინგულ სიაში კუთვნილ ადგილს იკავებს სკოლის, ქალაქისა და ქვეყნის მასშტაბით.

 

ჩვენ საიუბილეო სეზონის ფარგლებში, მოსწავლეებს თითოეული საგნისთვის  35 ლარიან  გრანტს  და ონლაინ სასწავლო პლატფორმას 14 დღით უფასოდ გადავცემთ. გრანტს მოსწავლეები მარათონში ჩასართავად გამოიყენებენ.

 

35 ლარიანი გრანტის გააქტიურების შემდეგ, მარათონის საფასური 20 ლარი ხდება. საფასურის გადახდა შესაძლებელია გრანტის გააქტიურებიდან ოლიმპიადის პირველ ტურამდე. 

 

                                                                                                 მოითხოვე გრანტი აქ